მწერლების და პოეტების ნაწილი მაღლაფერიძის გადადგომას მოითხოვს

მწერლები და პოეტები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდა შეხვდებიან, მათ შეხვედრა პოეტ ზვიად რატიანის საქმის გამო მოითხოვეს.

უკვე არსებული ინფორმაციით, მწერლების და პოეტების ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას მოითხოვენ. მათი შეფასებით, მაღლაფერიძემ პირველი არხის ეთერში ზვიად რატიანის საქმეზე გასული მასალის გამო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

როგორც პოეტმა გვანცა ჯობავამ განაცხადა, ვიდრე არხის მენეჯმენტი მომხდარზე პასუხისმგებლობას არ აიღებს, მწერლები და პოეტები პირველი არხის მიმართ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.