მარიკა ლორთქიფანიძის სახელი მუდამ დარჩება მომავალ თაობების ხსოვნას და ქვეყნის ისტორიას

თბილისის მერი მწუხარებას გამოთქვამს მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებს, უნივერსიტეტს და მის სტუდენტებს.

-ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკარგია თბილისისთვის, სახელმიფო უნივერსიტეტისთვის, ქართული მეცნიერებისთვის. სამაგალითო მოქალაქე, პატრიოტი ქართველი, თვალსაჩინო ისტორიკოსი, ჯავახიშვილის მემკვიდრეობის საუკეთესო დამცველი და გამგრძელებელი ღვაწლმოსილი წავიდა ჩვენგან.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, კოლეგებს, უნივერსიტეტს და მის სტუდენტებს. მარიკა ლორთქიფანიძის სახელი მუდამ დარჩება მომავალ თაობების ხსოვნას და ქვეყნის ისტორიას.