“ტრაგიკული პროცესების დინამიკა იმდენად სტაბილურად მძიმე და მზარდია, რომ სადღესასწაულო დღეებშიც არ ამოგვასუნთქა!”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

-2017 წელი, განსაკუთრებით კი წლის დასასრული უაღრესად სისხლიანი და მრავალი ტრაგედიებით გადავსებული გამოდგა, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში ამ ხელისუფლების ნამუსზეა და ხშირად ხელისუფლების ხელითა ან დაკვეთითაა ჩადენილი. არაერთ პოლიტიკურ თოქ-შოუში დამიფიქსირებია ჩემი აზრი ამ აღმაშფოთებელ მოვლენებთან დაკავშირებით და უმწვავეს შეფასებებს ვაკეთებდი. ყველა მოვლენას და ტრაგედიას ერთად თუ გავაერთიანებთ და დინამიკაში განვიხილავთ, რაც აუცილებელია სწორი და ზუსტი შეფასებებისთვის ნათელი ხდება, რომ საქართველო ბნელი 90-იანებისკენ მიექანება.თუმცა, როდესაც ამ შეფასებას ვაკეთებ სამწუხაროდ ბევრს ეს ლიტონი სიტყვები ჰგონია. იმიტომ, რომ ეს პიროვნებები ვერ ახერხებენ სრული სურათის აღქმას და ყველა შემთხვევას განყენებულად განიხილავენ. ამაში კი ნაწილობრივ მედია საშუალებების უმრავლესობასაც ვადანაშაულებ.

ტრაგიკული პროცესების დინამიკა იმდენად სტაბილურად მძიმე და მზარდია, რომ სადღესასწაულო დღეებშიც არ ამოგვასუნთქა ამ სისხლიანმა ხელისუფლებამ და ზედიზედ რამოდენიმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელი დანაშაული ჩაიდინა. დიახ ხელისუფლებამ და არა შემსრულებლებმა.

კრიმინალური მოტივით დახოცილი მოქალაქეების გარდა, ხელისუფლების ხელდასმით და დიდი ალბათობით კონკრეტული მაღალჩინოსნების დაკვეთითაც გუშინ სისხლიანი თავდასხმა მოხდა უპატიოსნეს და უკომპრომისოდ მებრძოლ ადამიანზე ზვიად კუპრავაზე და მის ოჯახზე. ამ დანაშაულის დამკვეთი აუცილებლად ხელისუფლების წევრია. რომელსაც კრიმინალურ საქმიანობებში ამხელდა ზვიადი. ამხელდა და გააგრძელებს კიდეც საკუთარ უკომპრომისო ბრძოლას. თქვე ქოცებო, თქვენ ჯერ კიდევ არ იცით რა იდეალისტს და შეუპოვარ ადამიანს გადააწყდით. გაათმაგებულ პასუხს მიიღებთ თქვე სისხლის მსმელებო!
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის განცხადებით ახალგაზრდა ხელისუფლების შეკვეთით გამოასალმეს სიცოცხლეს რეანიმაციულ პალატაში, რათა თავიდან აერიდებინათ ის რისკები რომლებიც დაემუქრებოდა ძალოვანი სტრუქტურების უმაღლეს წარმომადგენლებს ამ ბავშვის გამოჯანმრთელების შემთხვევაში. თუ ხელისუფლება ძალიან კონკრეტულად, მაღალი სანდოობით ვერ დაგვიმტკიცებს საზოგადოებას, რომ თემირლანის სიკვდილი არ იყო ორგანიზებული, მაშინ, მის მკვლელობაში დადანაშაულდებიან ძალიან კონკრეტული პიროვნებები.

ივანიშვილის მანქურთებმა, კრიმინალმა მოსამართლეებმა და პროკურორებმა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მიუსაჯეს პატიმრობა ჩვენს თანამებრძოლს და ძალიან კეთილ ახალგაზრდას ირაკლი ჩხვირკიას, დანაშაულის მტკიცებულებების გარეშე. ის არის ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმის კიდევ ერთი პოლიტ პატიმარი.

ამ ახალწლებზე ივანიშვილ-პოროშენკო-პუტინის ოლიგარქიული ინტერნაციონალის ბრძანებით საქართველოს “სასამართლომ” პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს პრეზიდენტს მიხელი სააკაშვილს არ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე და აბსოლუტურად კურიოზული მუხლით. რითიც მთლიანად გამოაცალეს კონსტიტუციური საფუძვლები კანონს.

ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ და თამამად განვაცხადოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მაფიოზების, მკვლელებისა და მექრთამეების ბანდაა, რომელმაც მოახდინა ხელისუფლების სრული უზურპაცია. თითოეულმა მოქალაქემ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ამის გაგრძელება დაუშვებელია.იმიტომ, რომ თუ რომელიმე თქვენგანის ცხოვრება ჯერ კიდევ კომფორტის ზონაშია, ეს მხოლოდ ილუზორული მომენტია, რომელსაც ძალიან მცირე დრო აქვს. რეალურად თითოეული თქვენგანი აბსოლუტურად დაუცველები ხართ. ნებისმიერ წუთს შეიძლება მოგიკლან შვილი, მეუღლე, ძმა და ა.შ. ნებისმიერ მომენტში შეიძლება დარჩეთ აწყობილი ბიზნესის გარეშე. ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაგაპატიმრონ და მოგისაჯონ პატიმრობა აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი “ფაქტების” საფუძველზე და რაც მთავარია ამის გამო არავინ აგებს პასუხს ამ ხელისუფლების პირობებში. თქვენ ვერ იპოვით სამართალს. იმიტომ, რომ სამართლად ითვლება მხოლოდ ის რაც უფართოვებს კომფორტის ზონას ივანიშვილსა და მის სისხლიან ბანდას. ყველა დანარჩენნი კი ვართ პოტენციური ზვარაკები რომლებსაც ნებისმიერ მომენტში შეგვწირავენ ივანიშვილის კრიმინალური კლანის კეთილდღეობას. იგივე რეალობაში უწევდათ ცხოვრება ხალხს სადამ ჰუსეინისა და მოამარ კადაფის რეჟიმების პირობებში. იგივე რეალობაში უწევთ ცხოვრება ხალხს პუტინისა და კიმ ჩენ ინის რეჟიმებში.

ყოველივე ამას ითმენს მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც საქართველოს პატრონად მიაჩნია არა საკუთარი თავი, როგორც მოქალაქეს, არამედ სისხლიანი დიქტატორი და მისი კრიმინალური გარემოცვა. ამიტომ, ასეთი მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ როგორც მდგმურები და არა როგორც ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქენი და ბატონ-პატრონები. ასეთ ადამიანებს აბსოლუტურად დაკარგული აქვთ მოქალაქეობის განცდა, ამ მცნებისთვის დამახასიათებელი უფლებებითა და ვალდებულებებით. რაც ყოველივე ჩვენთაგანის ტრაგედია ხდება.