„თიანეთის საკრებულო ქუცნაშვილის დავალებით საბოტაჟს აწყობს, თავმჯდომარე კი კანონდარღვევით იკავებს თანამდებობას!“

„უფლებადამცველთა სახლის“ ხელმძრვანელმა  მამუკა ტუსკაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე,  სამი არაერთპარტიული მუნიციპალიტეტების მონიტორინგის ფარგლებში (ოზურგეთი, ბორჯომი, თიანეთი) განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა და მის მიერ წარდგენილ ინფორმაციას გასამყარებლად დოკუმენტები დაურთო. ტუსკაძემ საზოგადოების ყურადღება იმ დარღვევებზე შეაჩერა, რომელიც მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა.

 -ამჯერად, ვაჯაროვებთ კვლევის წინასწარ შედეგებს თიანეთის საკრებულოში შექმნილ ვითარებათან დაკავშირებით.

თიანეთის საკრებულო პირველად 20 ნოემბერს შეიკრიბა და საკრებულოს უფლებამოსილება ცნო. პრაქტიკულად, მას შემდეგ არ შეკრებილა. იმ შეკრებების შემდეგ, როცა გროვდებიან და სხდომის სახეს აძლევენ, კანონის შესაბამისად არ ახდენენ ოქმის შედგენას. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ 20 ნოემბრის შემდეგ თიანეთის საკრებულოში სხდომა არ ჩატარებულა.

ხელთ მაქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები. კერძოდ, მაგალითად, 9 იანვრის აქტით საკრებულოს 5 წევრი ადასტურებს, რომ 20 ნოემბრიდან დღემდე არ მისულა საკრებულოში, არ გამზადებულა ოქმი, რაც ნიშნავს, რომ საკრებულოს სხდომა არ ჩატარებულა, ეს კი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის დარღვევა.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 85-ე პრიმა მუხლში წერია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს, კომისიისა და ბიუროს სხდომის გამართვიდან 10 დღეში ოქმი გამზადებული უნდა იყოს, თუ სხდომა ჩატარდა. 22 დეკემბერს ფორმალურად თითქოსდა ჩატარდა სხდომა, მაგრამ ოქმი ჯერ კიდევ არ არის გაფორმებული მიუხედავად იმისა, რომ ბოლო საკრებულოს სხდომიდან 22 დღეა გასული.

სხდომა ჩატარებულია ძალიან კურიოზულად. საიტიდან ამოღებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ საკრებულოს სხდომაზე ჯერ უმსჯელიათ 2017 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე, საკრებულოს მიერ რაღაც უფლებამოსილების განხორციელებაზე და შემდეგ დაუმტკიცებიათ კომისიების პერსონალური შემადგენლობა. ანუ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი უკუღმა აქვთ შედგენილი. ჯერ იმსჯელეს რაღაც საკითხებზე, მერე კი _ უფლებამოსილებაზე. ამიტომ 22 დეკემბრის სხდომის ოქმს, სავარაუდოდ, ჩვენი ორგანიზაცია სასამართლოში გაასაჩივრებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ისწავლონ, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების განხორციელება არა მარტო თიანეთში, არამედ სხვა რაიონებშიც.

ბრიფინგზე მამუკა ტუსკაძემ საკმაოდ სკანდალური განცხადებაც გააკეთა:

ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტი, რომლის თანახმად, მთიანეთის დღეს მოქმედი თავმჯდომარეGგიორგი წოწკოლაური 2010 წლის თებერვალში ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით არის გასამართლებული. მან 2010 წელს ჩაიდინა დანაშაული ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გადატანა-გასაღების მუხლით. გიორგი წოწკოლაური 260-ე მუხლის მესამე ნაწილით არის გასამართლებული. შემდეგ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამიტომ 5 წლით პირობითი სასაჯელი მიესაჯა და 5 წლით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა. 2020 წლამდე მას, რეალურად, აკრძალული აქვს იყოს საკრებულოს წევრიც კი. მას ყველა სახელმწიფო ორგანოში აკრძალული აქვს მუშაობა. საკრებულოს თავმჯდომარეობა ამ შემთხვევაში არის სახელმწიფო-საჯარო პოლიტიკური თანამდებობა. ამიტომ გიორგი წოწკოლაური არასწორად იკავებს თანამდებობას.

ტუსკაძე იმასაც აცხადებს, რომ „თიანეთის საკრებულო ზაქარია ქუცნაშვილის დავალებით საბოტაჟს აწყობს“

-ეს გახლავთ  შეგნებული საბოტაჟია ნარკომანი წოწკოლაურის მეთაურობით, რომელსაც 2020 წლამდე აკრძალული აქვს სახელმწიფო თანამდებობის დაკავება.