“გაძლიერდება სკოლების უსაფრთხოება”

თებერვლის დასაწყისიდან დაიწყება მუშაობა ყველა იმ ცვლილებაზე, რომელიც გააძლიერებს სკოლის უსაფრთხოებას”- ეს განცხადება პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.თებერვლის დასაწყისიდან დაიწყება მუშაობა ყველა იმ ცვლილებაზე, რომელიც გააძლიერებს სკოლის უსაფრთხოებას”- ეს განცხადება პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.

“კონკრეტული რეკომენდაციები ეხება მანდატურის სამსახურის უფლება-მოვალეობების გადახედვას და ამ კუთხით ცალკე საკანონმდებლო პაკეტის წარდგენას აპირებს საქართველოს მთავრობა.

მეორე მიმართულება იქნება ფსიქოლოგიური სამსახურების გაძლიერება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც პრევენციისთვის, ასევე კონკრეტული შემთხვევების და კონფლიქტის მართვის კუთხით სკოლის ტერიტორიაზე.

მესამე მიმართულება იქნება სპორტული და სახელოვნებო განათლების გაძლიერება, რაც მსოფლიო პრაქტიკით, პრევენციის მნიშვნელოვანი მექანიზმია.

მეოთხე მიმართულებაა განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლობა – თუ როგორ უნდა მოხდეს უსაფრთხოების საკითხების გამიჯვნა სკოლის ტერიტორიაზე და მიმდებარე პერიმეტრებზე. როგორც კი განვაახლებთ საგაზაფხულო სესიაზე მუშაობას, პირვლივე სხდომაზე მოვისმენთ შემუშავებულ რეკომენდაციებს.

ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, გამოძახილია იმ უდიდესი ტრაგედიის, რომლის მსგავსიც წლების მანძილზე არ ყოფილა განათლების სისტემასთან ასოცირებულ სივრცეში, არამედ ეს უნდა იყოს ის რადიკალური ცვლილებები, რომლებიც სამომავლოდ მსგავსი ტრაგედიებისგან დაგვიცავს”- განაცხადა  ჯაშმა.