დღეს სახელმწიფო დროშის დღეა

2004 წლის 14 იანვარს საქართველოს ეროვნულ დროშად  500 წლის შემდეგ ე.წ. “ხუთჯვრიანი დროშა” იქნა აღდგენილი.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზეიმო მიღებას გამართავს.

ღონისძიებაზე გამოიფინება  საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები. გარდა ამისა, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ​დაათვალიერონ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიდან და ბიბლიოთეკებიდან მოპოვებული პორტოლანები (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო გამოსახულია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით.