როგორ შეეძლება საქართველოს მოქალაქეს მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება?

საქართველოს მოქალაქეები რუსეთში გასამართ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე სავარაუდოდ დასწრებას შეძლებენ, ამისთვის კი აუცილებელია, მათ რუსეთში შესვლამდე მატჩის ბილეთი წარმოადგინონ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, რუსულ გამოცემა «Независимая газета»-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„რაც შეეხება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც მიმდინარე წელს რუსეთში უნდა გაიმართოს, როგორც ვიცი, თუ მოქალაქეს მატჩის ბილეთი ექნება, მას რუსეთში შესვლის ნებას მისცემენ. ჩვენ განზრახული გვაქვს ამ საკითხში დეტალები უახლოეს ხანში დავაზუსტოთ“-განაცხადა აბაშიძემ.