,,ფაქტი, როდესაც უმძიმეს დანაშაულში მხილებული ძებნილი ზურაბ ადეიშვილი რაიმე ტიპის მოლაპარაკების მაგიდასთან ზის, სრული ნონსენსია” – ანრი ოხანაშვილი

ფაქტი, როდესაც ძებნილი ადამიანი, რომელიც მხილებულია უმძიმეს დანაშაულში, ზის რაიმე ტიპის მოლაპარაკების მაგიდასთან, სრული ნონსენსია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილს კითხვა დაუსვეს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორთან შეხვედრაზე უკრაინის მხარის წარმომადგენლებს შორის არის საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი.

„როგორ შეძლება, ვინმეს მოეწონოს ფაქტი, როცა ეს ადამიანი არის ძებნილი და მხილებული არაერთ დანაშაულში. მიმდინარეობს გამოძიებები და შესაძლოა, დამდგარია ასევე განაჩენიც. თუმცა ჩვენ უკრაინასთან მიმართებაში ვართ იმ პოზიციაზე, რომ ქვეყანა, რომელიც ომშია, ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება. თუმცა ფაქტი როგორც ასეთი, რომ ძებნილი ადამიანი ზის რაიმე ტიპის მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელიც მხილებულია უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაში, რა თქმა უნდა, სრული ნონსენსია“,- განაცხადა ოხანაშვილმა.