პრეზიდენტის ფონდს ნათელა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს

საქართველოს პრეზიდენტის ფონდს, რომელიც 2019 წლის 30 იანვარს დაფუძნდა, ნათელა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს. ცნობილი ხდება, რომ ფონდი ემიგრანტების საკითხებზეც იმუშავებს.

„ეს გახლავთ საქველმოქმედო ფონდი და ყველა, ვინც დაინტერესებულია ამ მიმართულების განვითარება-გაძლიერებით, შესაძლებლობა ექნება, ამ ფონდში შემოწირულობის სახით შემოიტანოს თანხები“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილის პრესპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი.

ფონდში უკვე ჩარიცხულია საქართველოს პრეზიდენტის შრომითი გასამრჯელო ერთი თვისა და 10 დღის ხელფასი, რომელიც 8 280 ლარს შეადგენს.

ნათელა მაჭავარიანი გეგა კობახიძის დედაა.