თაკო ჩარკვიანი – არ გამოგვყავდა კორონავირუსის პიკის დროს მოსახლეობა ქუჩაში, რადგან ძალიან ვღელავდით, მეცოდება ეს ხალხი

არ გამოგვყავდა კორონავირუსის პიკის დროს მოსახლეობა ქუჩაში, რადგან ძალიან ვღელავდით, მეცოდება ეს ხალხი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა  ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა,

მისივე თქმით, ოპოზიციას ხალხი ქუჩაში კორონავირუსის გამო არ გამოჰყავდა,  რადგან პანდემიაა და მოსახლეობა ეცოდება.

„მოსახლეობა გამოდის უკვე. გამოვლენ. არ გამოგვყავდა პიკის დროს, რადგან ძალიან ვღელავდით. ბევრი ადამიანი, მაგალითად ჩემი სამეგობროდან, უმძიმეს მდგომარეობაშია, რომელიც თავგადადებული ოპოზიციაა. მეცოდება ეს ხალხი ძალიან. მთელმა მსოფლიომ აცრები მოაგვარა, სოციალური მოგვარებული აქვს. მსოფლიოში არავის გამოუგონებია სხვა სტრატეგია, მექანიზმი. ჩვენ რომ გვეკითხებიან, რა იყო თქვენი გეგმაო, ჩვენი გეგმა იყო ეს, რომ არ გავუპრავეთ გაყალბებული არჩევნები აღვირახსნილ ხელისუფლებას. საკანონმდებლო ორგანოში რომ შევიდე, საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო, ფუნდამენტურ ცვლილებებს ვერ ვახერხებთ და რატომ უნდა შევსულიყავით“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა