ბასიანთან 3 პირის დაჭრაში ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანს პატიმრობა შეეფარდა

მარიამ ახალკაცი

თბილისის საქალაქო სასამართლოში კლუბ ბასიანთან სროლის საქმეზე დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს პატიმრობა შეუფარდეს. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა პროკურატურამ, ხოლო დაცვის მხარემ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

12 დეკემბერს ჩაჩხიანმა კლუბ ბასიანთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. თვითმხილველთა თქმით, კაცი მანამდე აგრესიული ქცევის გამო კლუბიდან გააძევეს, ის ცოტა ხანში ცეცხლსასროლი იარაღით მობრუნდა და სამი ადამიანი დაჭრა.

ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი 13 დეკემბერს წარუდგინეს. ბრალდება გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ხულიგნობას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ, მე-5 ნაწილის გ, მე-7 ნაწილის ა და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილითაა გათვალისწინებულ