,,ოპოზიციის მოძახილები სანქციებზე შეერთების თაობაზე ძალიან მომაბეზრებელია” – დავით სერგეენკო

საქართველოს რუსეთის მიმართ სანქციების მთელი რიგი პაკეტი 2008 წლიდან აქვს უკვე დაწესებული და მას ეწოდება „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. ეს პროცესი დინამიურია და ოპოზიციის მოძახილები სანქციებზე შეერთების თაობაზე უკვე ძალიან მომაბეზრებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ორი კვირაა პარლამენტი აგროვებს თანხას, ყიდულობს ჰუმანიტარულ დახმარებას და აგზავნის.

„ამაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. ტვირთი არის საქართველოს პარლამენტიდან და არა „ქართული ოცნებიდან“. ანგარიში ერთი კვირის წინ გავხსენით და თანხა არავინ შემოიტანა. ვიფიქრე ამის შესახებ ვერ გაიგეს და გუშინ მესიჯები კიდევ გავუგზავნეთ, დღეს დილით კი, გადავამოწმე და კიდევ არ არის. ამ მოძახილებსა და მოწოდებებს სჯობს, თანხა გადაიხადონ, რათა უკრაინელებს რეალური დახმარება გავუგზავნოთ“, – განაცხადა სერგეენკომ.