კოსოვოში სერბი პოლიტიკოსი მოკლეს

РТС.-ის ინფორმაციით, კოსოვოში კოსოველი სერბების ერთ-ერთი ლიდერი, 64 წლის ოლივერ ივანოვიჩი მოკლეს. მას მკერდის არეში 5 ტყვია აქვს მოხვედრილი.

სერბეთის პრეზიდენტმა მკვლელობასთან დაკავშირებთ საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე იმსჯელეს.

მოკლული მოძრაობის “თავისუფლება, სიმართლე, დემოკრატია” ლიდერი იყო.