მსოფლიოს რომელ ქალაქებში ღირს ბინა ყველაზე ძვირი

საერთაშორისო კონსალტინგ კომპანიამ  Knight Frank-მა დაასახელა ქალაქები, სადაც 2016 წლის მესამე კვარტლიდან 2017 წლის მესამე კვარტლის პერიოდში ბინები ყველაზე მეტად გაძვირდა. ინფორმაციას  Central Chronicle-ი ავრცელებს.

სიის სათავეში ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკია, იზმირი და კანადის ქალაქი ჰამილტონია.

კომპანიის ცნობით, რეიკიავიკში მოცემულ პერიოდში საცხოვრებელ ფართებზე ფასები 21%-ით გაიზარდა, იზმირსა და ჰამილტონში კი 20%-ით.

ფასის ზრდის მიხედვით ქალაქების ტოპათეულშია ტორონტო, ბუდაპეშტი, ჰონ-კონგი, ამსტერდამი, ჰობარტი, როტერდამი და მელბურნი.