საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ 12 ლიდერი დასახელდა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის 12 ლიდერი წარადგინა.

მამუკა ხაზარძის განცხადებით, განახლებას სისტემური ხასიათი ექნება. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიის დაფუძნებასთან ეს კავშირში არ არის და პოლიტიკური პარტიის დაფუძნება ცალკე ღონისძიება იქნება, პარტიის ლიდერები კი არჩეული იქნებიან პრაიმერის გზით.

“იქნება 12-12 ადამიანის წარდგენა რომლებიც მოდიან თანაბარი, ჰორიზონტალური პრინციპით და თითოეული მათგანი განსაკუთრებულ ფუნქციას შეასრულებს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ეს 12 ლიდერია: ლანა გალდავა, ლევან ბოძაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, კახა კოჟორიძე, მედეა მეტრეველი, გია გუგუშვილი, საბა ბუაძე, გიგლა მიქაუტაძე, ქეთი ენუქიძე, ელენე მელიქიშვილი, გია მორდეხაშვილი, დავით გელაშვილი.

მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ გუშინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს სია წინასწარ გამოაქვეყნა. ხაზარაძის განმარტებით, ეს სია შესაძლოა მედიაში მოხვედრილიყო ორი გზით: გაევრცელებინა თავად მოძრაობას, ან გავრცელებულიყო სხვა საეჭვო გზით.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობას „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა.