თბილავიამშენში ხელფასების გაცემის მოთხოვნით მეორე დღეა აქცია მიმდინარეობს

თბილავიამშენში ხელფასების გაცემის მოთხოვნით უკვე მეორე დღეა აქცია მიმდინარეობს !

აქციის მონაწილეებს გუშინ შეხვდნენ კომპანიის გენერალური და აღმასრულებელი დირექტორები, რომელთაც არ აქვთ ინფორმაცია თუ როდის მოხდება დასაქმებულების პრობლემების გადაწყვეტა.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს და გვერდით უდგას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებს.

ლავრენტი ალანიამ გუშინ აქციაზე „თბილავიამშენის“ აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი გოგიბერიძის გადადგომა  მოითხოვა, რასაც აქციის მონაწილეები ოვაციით შეხვდნენ. ისინი ამბობენ, გოგიბერიძემ დასაქმებულების მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება გამოავლინა.

დასაქმებულები თავიანთი მოთხოვნების შესრულებამდე აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.