სოფელ შავღელეში მგელმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში მგელმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა.

საქონლის მეპატრონე ნუგზარ ჭაღალიძის თქმით, შემთხვევა მის სახლთან ახლოს მაშინ მოხდა, როცა საქონელი საბალახოდ გაუშვა. ჭაღალიძე განმარტავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მტაცებელმა ცხოველმა რამდენიმე ათეული მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა.

ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. საკრებულოს დეპუტატის, აკაკი ხურცილავას განცხადებით, შექმნილია მონადირეთა ჯგუფი და ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად ყველა ღონეს მიმართავს.