საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 465 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 25 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 138 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 910 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 228 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 465 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 605 472.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.44%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 26.54% ხოლო 7 დღის მანძილზე – 22.06%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 12 840 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 504 161-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 163 პირი ემსხვერპლა.