პროფკავშირების ჩართულობით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა

თბილავიამშენში ხელფასების გაცემის მოთხოვნით აქცია დღეს მეორედ გაიმართა.

ვრცლად

https://www.gmtv.ge/64214-2/

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პროფკავშირების ჩართულობით სს „თბილავიამშენის“ დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

გენერალურმა დირექტორმა თანამშრომლებს პირობა მისცა, რომ სახელფასო დავალიანება პარასკევისთვის იქნება გასტუმრებული და მათი პრობლემები მოგვარდება. პროტესტის მონაწილეთა უმრავლესობისთვის ეს პირობა მისაღები აღმოჩნდა და მათ ეტაპობრივად განაახლეს მუშაობა.

პროფკავშირები მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს გაუწევს თბილავიამშენში მიმდინარე პროცესებს და დაიცავს დასაქმებულთა ინტერესებს