კობი გუდაურის გზა ისევ ჩაკეტილია

კობი გუდაურის გზა ისევ ჩაკეტილია. ზვავსაშიშროების გამო გზებზე როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილების უზარმაზარი კოლონაა გაჩერებული. როდის აღდგება მოძრაობა ჯერ-ჯერობით უცნობია. მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით 11-12 თებერვალს ისევ ამინდის გაუარესება და ყინვაა მოსალოდნელი. მაღალმთიან ადგილას ისევ მოთოვს, ხოლო ბარში და ზღვისპირა რეგიონებში ნალექია ნავარაუდები.