მძღოლების საყურადღებოდ! თუ თქვენ გუდაურისკენ მიდიხართ…

გუდაურის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჯიმში მიმდინარეობს. ტრანსპორტის უსაფრთხოებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.  გზის გაწმენდა სრულდება და გზა უახლეს საათში გაიხსნება.

გზაზე წარმოქმნილ კილომეტრიან საცობში ადგილობრივები და ტურისტები 11 საათზე მეტია დგანან. აგრეთვე მლეთასთან ჩამოვიდა ზვავი და გაწმენდა მიმდინარეობს.

საცობია ჟინვალიდან ზევით მიმავალ გზაზეც.