მარტვილში საყოველთაო ნათლობა გაიმართა

მარტვილში საყოველთაო ნათლობა გაიმართა. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ მდინარე ტეხურში ასამდე ჩვილი მონათლა. ნათლობის ცერემონიის დაწყებამდე წირვა-ლოცვა მეუფე პეტრემ ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში აღავლინა.

ნათლობისა და განწმენდის ცერემონიალს სამეგრელო ზემო-სვანეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მრევლი დაესწრო.
ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა და მისი მიზანი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

21 იანვარს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე კიდევ 708 ბავშვს მონათლავს.