„პუტინის ყველაზე საშიში ახალი იარაღი დამანგრეველი ეფექტით“

რუსეთში ახალი ცეცხლსასროლი იარაღი ТОС-2 გამოჩნდა, ის, ТОС-1-ის მოდიფიკაციაა, რომელსაც გერმანელმა ჟურნალისტებმა „სირიაში პუტინის ყველაზე საშიში იარაღი“ უწოდეს.

რუსული სისტემა ТОС-1 გამოყენებული იქნა 1980 წლის ბოლოს ავღანეთში.

როგორც ექსპერტები ამბობენ, სირიაში ТОС-1 განუსაზღვერელი რაოდენობითაა, ეს სისტემა იცავს ჰმეიმიმში რუსულ ბაზებსაც. ТОС-1 გამოიყენა სირიის არმიამ პალმირის გათავისუფლების დროს.

სამხედრო გამოცემებმა ТОС-2-ს „დამანგრეველი ეფექტი“ უწოდეს, რადგან მას რაკეტების მოქმედების რადიუსი საკმაოდ გაზრდილი აქვს. როგორც „Stern“ წერს, ამ იარაღის სირიაში გამოყენებაც ამით აიხსნება, რაკეტას სიღრმეშიც შეუძლია ჩააღწიოს და სანგრები გაანადგუროს.