აფერუმ დედას, რომელმაც გმირი გაზარდა!

წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახლთან სამხედრომოსამსახურეების, შოუბიზნესის წარმომადგენლების, სპორსტმენების და პოლიტიკოსების ნაკადი არ წყდება.

ოჯახისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ არჩილ ტატუნაშვილი XXI-ე საუკუნის გმირია.

„აფერუმ დედას, რომელმაც გმირი გაზარდა. არ შემეძლო არ ჩამოვსულიყავი წილკანში და სამძიმარი რა გამომეცხადებინა ოჯახისთვის რომელსაც ერთი თვეა თავს საშინელი ტრაგედია დაატყდა. ეს მხოლოდ ოჯახის ტრაგედია არ არის, ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა“,-განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.

არჩილ ტატუნაშვილი მარიონეტულმა რეჟიმმა ცხედრის 26-დღიანი ტყვეობის შემდეგ ოჯახს გადასცა. არჩილ ტატუნაშვილი ორ მეგობართან ერთად ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარზე დააკავეს.

არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს დაკრძალავენ.