ოკუპანტებმა სოფელ აძვის ორი მკვიდრი გაიტაცეს

ოკუპანტებმა სოფელ აძვის ორი მკვიდრი დავით გერკეული და ივანე გუნდიშვილი გაიტაცეს.

როგორც TV1-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, გერკეული და გუნდიშვილი სოფლის წმინდა გიორგის სალოცავში დააკავეს.

სალოცავი, საიდანაც გატაცება მოხდა, საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება.