“მინდა, რომ ჩემი შვილი იყო ბოლო და უკანასკნელი მსხვერპლი” – ტატუნაშვილის დედა

არჩილ ტატუნაშვილი დედა, რუსუდან ტატუნაშვილი საზოგადოებას მძიმე წუთებში გვერდით დგომის გამო მადლობას უხდის.

ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილის მაგალითზე სურს, რომ ყველამ გაიგოს- რუსეთი უკუპანტია, პუტინი კი მკვლელი.

“მთელი საქართველო გვერდით დამიდგა და მე ყველას მადლობას ვუხდი. მთელმა მსოფლიომ მინდა დაინახოს ჩემი შვილების ხელები და ყველამ გაიგოს რუსეთი ოკუპანტია, პუტინი კი მკვლელი. მინდა, რომ ჩემი შვილი იყო ბოლო და უკანასკნელი,”- განაცხადა რუსრუდან ტატუნაშვილმა “იმედის კვირის” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.