ჟენევის მოლაპარაკებები იწყება

დღეს ჟენევის მოლაპარაკებები იწყება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის მთავარი თემებია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების ტექსტი. ქართულმა  მხარემ უკვე  გამართა არაფორმალური კონსულტაციები, დღეს კი, ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წარმომადგენლებთან, სამუშაო ჯგუფების თანათავმჯდომარეებსა და თანამოდერატორებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართება.