მტერს არ დაემონე გმირო სანატრელო, თქვი რომ სამაჩაბლო არის საქართველო!!!

გმირები არ კვდებიან! მათი სახელი თაობიდან თაობებს გადაეცემა, მათზე იწერება კექსები, სიმღერები…

არჩილ ტატუნაშვილს ახალგაზრდა პოეტმა გიორგი გელაშვილმა ლექსი მიუძღვნა, რომელიც წლებს გაუძლებს და არჩილის ისტორიას თაობებს შემოუნახავს.

გიორგი გელაშვილი

გმირ ქართველ ჯარისკაცს არჩილ ტატუნაშვილს

ოჰ,რა მუხთალია ეს წუთისოფელი,
ქსნის ხეობის არწივს რად გჯიჯგნის ცხოველი?!
არ შემორჩენია არც ზნე,არც მორალი,
გმირ ქართველ ჯარისკაცს ჯიჯგნის ყვავ-ყორანი…

მტერს არ დაემონე გმირო სანატრელო,
თქვი რომ სამაჩაბლო არის საქართველო!!!
ადრეც იყო,არის და კვლავაც იქნება,
ჩვენზე ბატონობა არც დაგესიზმრებათ!!!

ვერ გაიგო მტერმა შენი საქციელი,
გახდა მუხანათი,ლაჩარი და ცბიერი,
სამშობლოს ერთგულ დამცველს დაგიხვდა გულმწყრალად,
სიკვდილი უნდოდა და გაქცია უკვდავად!!!

მტკიცედ შეასრულე ფიცი და პირობა,
რიგითმა მოკვდავმა იტვირთე გმირობა!
მტერს არ დაემონე გმირო სანატრელო,
შენ მუდამ იცოცხლებ,როგორც საქართველო!!!