… და გვინდა, აგრესია შეცვალოს ღიმილმა, სიკეთემ სძლიოს ბოროტებას…. (ვიდეო)

2 აპრილს მთელი მსოფლიო მსოფლიო ზღაპრის და საბავშვო მსოფლიო წიგნის დღეს აღნიშნავს, რადგან სწორედ 2 აპრილს ყველა დროის დიდი მეზღაპრე ჰანს ქრისტიან ანდერსონი დაიბადა, ადამიანი, რომელიც აერთიანებს ყველა თაობას და შლის ასაკობრივ ზღვარს.

ანდერსენიც სწორედ მაგას ამბობდა – „ჩემი ზღაპრები ზუსტად ისევეა უფროსებისთვის, როგორც ბავშვებისთვის!“ ზღაპარში ყოველთვის საკვირველი ამბები ხდება და ერთნაირად ახლობელია როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის და ყველა სიამოვნებით კითხულობს ზღაპარს.

ამ მართლაც საოცარი ზღაპრების ავტორი, დანიელი მეზღაპრე ჰანს ქრისტიან ანდერსენია. დღეს მისი სახელობის პრემია არსებობს, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას “მცირე ნობელის პრემიასაც” უწოდებენ. GmTV უერთდება მსოფლიო ზღაპრის დღეს და ყველანი ერთად ვკითხულობთ ანდერსენის ზღაპარს

ამით ქვეყანაში არსებულ აგრესიას სიკეთეს და ღიმილს ვუპირისპირებთ.

თაობებს შორის გაუცხოებას კი ერთად დგომას, სწორედ ამიტომ დღეს ყველა ერტად ვკითხულობთ ზღაპარს, სადაც სიკეთე სძლევს ბოროტებას და ყინულის ნატეხიც დნება.

და  გვინდა, ჩვენს ქვეყანაში ყინულის ყველა ნატეხი გალღვეს, აგრესია შეცვალოს ღიმილმა, სიკეთემ სძლიოს ბოროტებას….