“სააკაშვილმა გარკვეულ ტაქტიკად სწორედ ის აირჩია, რაც 2003-2004 წლებში”

მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეო- მიმართვას, რომ ის საქართველოში დაბრუნდება, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმიანება.

არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში უნდა ჩაერთოს იქამდე, ვიდრე სამართლებრივი საკითხები არ გაირკვევა. მიხეილ სააკაშვილს უნდა, წარმოაჩინოს თითქოს ვიღაც პიჯაკებისთვის ედავება, მაგრამ მას სერიოზული ბრალდებები აქვს წაყენებული და ამაზეა უპირველეს ყოვლისა პასუხი გასაცემი. რაც შეეხება მის განცხადებებს, ვფიქრობ, რომ იგი საწყის წერტილს უბრუნდება და გარკვეულ ტაქტიკად სწორედ ის აირჩია, რაც 2003-2004 წლების პერიოდში ჰქონდა, რასაც ამბობდა და რა პირობებსაც იძლეოდა. რეალურად რა შესრულდა, ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ. მისმა მმართველობამ ადამიანების კისერზე და ოჯახებზე გადაიარა”-აცხადებს ვოლსკი.