გერმანიაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

გერმანიის ქალაქ დრეზდენში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს, კიდევ 7-ის ძებნა გრძელდება. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Welt ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველები საქართველოს 15 მოქალაქის დაკავების ოპერაცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისინი ტრამვაის ერთ-ერთ გაჩერებაზე მგზავრებს უხეშად ექცეოდნენ და 63 წლის მამაკაცი ცემეს.

სპეცოპერაციის ჩატარების დროს შვიდი გერმანელი სამართალდამცველი დაშავდა.