ოკუპირებული აფხაზეთიდან კვირიკაშვილს პასუხობენ

პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას – „ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებშიდგამს ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას

იხ. ლინკზე

https://www.gmtv.ge/38038-2/

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ეხმაურება და აცხადებს:

„აფხაზეთზე ზეწოლის ყველა რესურსის ამოწურვის შემდეგ საქართველომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა აჩვენოს მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის მიმართებაში მეგობრული განწყობის რაღაც მსგავსი და საკუთარი ნამდვილი ზრახვები აღნიშნული ინიციატივების მიღმა დამალოს. აფხაზეთი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა. უკეთესი მომავლისკენ ერთადერთი ნაბიჯი არის საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარება და ჩვენს ქვეყნებს შორის სრულყოფილი სახელმწიფოთაშორისო დიალოგის დამყარება სტაბილურობისა და მომავალი თაობების განვითარებისთვის. ამ პროცესს ალტერნატივა არ აქვს“