17 ბუდისტური სიბრძნე, რომელიც ყველანაირი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ

ბუდას მიმდევრები გვასწავლიან იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ყველაფრის მიღწევა.

ცნობილი ლინგვისტი და მწერალი, პატრიკ ლაფკადიო იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ბუდიზმით იყო შებყრობილი. 19 საუკუნის ბოლოს, მან შემოიარა მთელი იაპონია და შეიცნო ბუდა. მან შეადგინა ბუდიზმის ყველაზე ბრძნული გამონათქვამების სია, რომელიც ცხოვრებას გვასწავლის.
ისინი ასევე გვასწავლიან უფრო მნიშვნელოვანსაც, თუ როგორ მივაღწიოთ გონების სიჯანსაღეს. გირჩევთ ყველაფრის გულმოდგინეთ წაკითხვას.
ჯოჯოხეთი და სამოთხე კაცის გულშია.

ჩვეულებრივი ადამიანი რომელიც ცოდნას იძენს შეუძლია გახდეს ბუდა (ანუ გასხივოსნდეს).

ყველა ახირება ცოდვაა.

ისწავლეთ გაშვება – იქ ინახება ბედნიერების გასაღები.

მიზეზი და ეფექტი ბორბალივითაა.

შეხვედრა მხოლოდ დაშორების დასაწყისია.

ყველაფერი თითქმის სიზმარია.

ყვავილი ყოველთვის თავისი ფესვიდან იზრდება.

თუნდაც 1 სანტიმეტრის ფუტკარს, 1.5 სანტიმეტრიანი სული აქვს.

ჯოჯოხეთშიც ძველ ნაცნობებს სიხარულით იღებენ.

კარგი ქმედებები უფრო შორს მიდის ვიდრე გგონიათ.

სხეული მხოლოდ ეშმაკის გულისგან იტანჯება.

განაგეთ თქვენი გული, არ მისცეთ გულს თქვენი სხეულის განაგების უფლება.

არ არსებობს მეფე სიკვდილის გზაზე.

ნამდვილი მედიცინა საოცრება არ არის.

კატაშიც ცოტაოდენი ბუდაა.