საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სომხეთის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სომხეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფის მე-4 მატჩში საქართველოს ნაკრები სომხეთს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 3-2 დაამარცხა.

შეხვედრის დაწყებიდან მალევე, მე-6 წუთზე ნიკა კურტანიძემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა, სამ წუთში კი ნაკრების უპირატესობა ორამდე ბინიომ გაზარდა.

პირველ ტაიმში სომეხმა მოთამაშემ გარეგინ მაშუმიანმა სხვაობა 1 ბურთამდე შეამცირა,ხოლო მეორე ტაიმში დენის ნევედროვმა ანგარიში გაათანაბრა.თუმცა 2 წუთში ელისანდრომ ეფექტური დარტყმით საქართველოს ნაკრები კვლავ წინ გაიყვანა და მატჩის საბოლოო ანგარიში: 3-2 დააფიქსირა.

4 ტურის შემდეგ „ჯვაროსნები“ ჯგუფში 7 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან, პირველ პოზიციაზე კი 12 ქულით რუსეთის ნაკრებია. მათ ევროპის ჩემპიონატზე თამაში უკვე გაინაღდეს.

ჩვენი ნაკრები მომავალ შეხვედრას 9 აპრილს საფრანგეთის წინააღმდეგ თბილისში ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში,საუკეთესო მე-2 ადგილოსნის სტატუსით ევრო-2022-ზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.