სოსო ტყემალაძე: დღეს, რაგბის კავშირის  ნეიტრალური წარმრომადგენლობა იმიტომ ავირჩიე, რომ კლუბების ინტერესები არ იყოს ერთ მხარეს და იყოს დაბალანსებული

უნდა დაველოდოთ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას. ნოტარიუსს აქვს თავისი სამუშაო ჩასატარებელი, წარადგენს დოკუმენტაციას. მაქსიმალურად დაცულია ყველა სიზუსტე. დაველოდოთ, როგორც კი ეს ვადა ამოიწურება, საჯარო რეესტრის პასუხის შემდეგ იმავე დღიდან დავიწყებთ მოქმედებას, – ამის შესახებ რაგბის კავშირის არჩეულმა პრეზიდენტმა, სოსო ტყემალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„გამგეობა აქამდე იყო წარდგენითი. მეც ახლა მომიწია და წავრვადგინე 15 წევრი მათ შორის ორი ქალბატონი. წევრები არ არიან კლუბებიდან წარმოდგენილი იმ მიზნით, რომ შემდეგ შევცვალოთ წესდება და ამის მაქსიმუმი ვადა ავიღე ორი თვე, ჩავატაროთ ყრილობა და გავხადოთ გამგეობა არჩევით. დღეს ნეიტრალური წარმრომადგენლობა იმიტომ ავირჩიე, რომ კლუბების ინტერესები არ იყოს ერთ მხარეს და იყოს დაბალანსებული. არჩეული კლუბების წარმომადგენლები უკვე დაიწყებენ იმ სამუშაო გეგმაზე მუშაობასა და დამტკიცებას, რომელსაც მე, როგორც პრეზიდენტი წარვუდგენ. ასევე, ჩემი უფლებამოსილების შეზღუდვები, რომლებიც წესდებაში ნაწილობრივ დასახვეწია და კიდევ უფრო გავამკაცრებთ. ამაში იგულისხმება: ნაკრების მთავარი მწვრთნელის არჩევა; ფინანსების, უძრავი ქონების განკარგვა და ბევრი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება. ეს იქნება საპარლამენტო მოდელივით და გამგეობას საკმაოდ ძლიერი მუშაობა მოუწევს“, – განაცხადა ტყემალაძემ.