ნიაზ მამრიკიშვილი: ირაკლი აბუსერიძე ერთმნიშვნელოვნად ,,ქართული ოცნების“ წევრი იყო, დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული რაგბის ოჯახი ისევ გაერთიანდება და ისევ წელში გაიმართება

ირაკლი აბუსერიძე ერთმნიშვნელოვნად ,,ქართული ოცნების“ წევრი იყო და რატომ ჩნდება ეს კითხვები მაინც და მაინც სოსოზე, ვერ წარმომიდგენია,- ამის შესახებ საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიაზ მამრიკიშვილმა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ქართული რაგბის ოჯახი ისევ გაერთიანდება.

„საერთოდ ჯგუფს გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო, რადგან არა მარტო ფინანსური პრობლემებია, არამედ სხვა მიმართულებებითაც ძალიან ბევრი პრობლემაა. ამიტომ, მომავალ პროგნოზებზე თავს შევიკავებ, მაგრამ გამოვთქვამ სურვილს, რომ ქართული რაგბის ოჯახი ისევ გაერთიანდეს და ისევ წელში გაიმართოს, ამის ძალიან დიდი მაქვს“,- განაცხადა ნიაზ მამრიკიშვილმა.

რაგბის კავშირის გამგეობამ პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე 42 ხმით აირჩია.