ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირზე მეორე წრის ბარიერიც გადალახა და მეოთხედფინალში გავიდა.

ამჯერად, მან ძალიან იოლად დაამარცხა ტუნისელი მალიკ ჟაზირი – 6:2, 6:2. ამისთვის ნიკას მხოლოდ საათი და 17 წუთი დასჭირდა.

ბასილაშვილი   1/4 ფინალში ლეგენდარულ შვეიცარიელს, როჯერ ფედერერს შეხვდება.