რატომ აიკრძალა თურქმენეთში ბიკინისა და შორტების გაყიდვა

თურქმენეთში ქალის ბიკინის და შორტების შეტანა და გაყიდვა აკრძალეს. ამის შესახებ რადიო Азатлык-ი იუწყება.

როგორც გამყიდველები აცხადებენ, ამ დროისთვის კერძო მაღაზიები მარაგში უკვე არსებულ პროდუქციას ჰყიდიან, ხოლო საბაჟოზე ბიკინის და შორტის შემოტანის უფლებას არ აძლევენ. ოფიციალურ უწყებებში ამის შესახებ განმარტებას ამ დრომდე არ აკეთებენ.

მარტში თურქმენეთის სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სამსახურში გამომწვევად გამოცხადება აიკრძალა. მოთხოვნებს შორის იყო ფრჩხილების ლაქის და ოქროს სამკაულების აკრძალვა.