ბათუმში ერთ-ერთი კლინიკიდან რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკი დაიკარგა

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარში რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა. ფაქტს ადასტურებს კლინიკის დირექცია.

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ნარკოტიკული საშუალებების დაკარგვის ფაქტს უწყება უკვე იძიებს.

გამოძიება 269-ე მუხლით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევას გულისხმობს.