ელიავას ბაზრობაზე კაცი მაღალი ძაბვის ანძიდან გადმოხტომით იმუქრება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, მაღალი ძაბვის ანძაზე კაცია ამძვრალი და გადმოხტომით იმუქრება. ის უკვე იდენტიფიცირებულია, თუმცა მისი ვინაობა არ ხმაურდება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ამ დროისთვის უცნობია, რა მოტივი ამოძრავებს კაცს.