ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს ტყიბულის ტრაგედიას უსამძიმრებს

ტყიბულის ტრაგედიის გამო, საქართველოს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო უსამძიმრებს.

„ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსი ხალხისა და საკუთარი სახელით პირადად მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და მინდელის შახტში მომხდარი ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

სახელმწიფოს მეთაურმა ყველა დაშავებულს უსწრაფესი გამოჯანმრთელება უსურვა“, – წერია განცხადებაში, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, დილით, დაახლოებით 4 საათზე მოხდა. შედეგად 6  მუშა დაიღუპა, 3 კი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

რაც შეეხება სტატისტიკას, 2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში სამუშაო ადგილზე დაიღუპა 18 ადამიანი და მძიმედ დაშავდა 12.