,,სტადიონის ინციდენტი”- ითამაშე? წადი, ყოველგვარი ,,ზანგებმა დაგვიპყრეს” , ,,საქართველო ქართველთათვის” გარეშე…”

ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს თბილისის საკრებულოს წევრი, ავჭალის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე ეხმიანება:

-შევთანხმდეთ იმაზე, რომ მამაკაცები(და თქვენ წარმოიდგინეთ-ქალბატონებიც) ხანდახან ვჩხუბობთ.
რაც შეეხება ,,სტადიონის ინციდენტს”:

ვინც ფეხბურთს თამაშობს-დამეთანხმება, მუნიციპალურ სტადიონებზე ერთგვარი დაუწერელი კანონი მოქმედებს, ანუ, გუნდები თამაშობენ რიგრიგობით და არავის აქვს 5 საათი ოკუპირებული მოედანი და ამის გამო მოხდა ბანალური ჩხუბი.

ინციდენტი გამოიწვია სტადიონის დაკავებამ და ბავშვებთან უდიერად მოპყრობამ.

დანარჩენი ,,ასო”-ების(არასამთავრობო ორგანიზაციების) ინტერპრეტაციაა ქართველების მტარვალობის და არატოლერანტულობის შესახებ.

ანუ, სტადიონი საერთოა.

ითამაშე?

წადი, დაისვენე, ახლა ჩვენ გვათამაშე, ყოველგვარი ,,ზანგებმა დაგვიპყრეს” , ,,საქართველო ქართველთათვის” და ,,ქართველო ხელი ხმალს იკარ”-ის გარეშე.