გაერთიანებული ოპოზიციის კოლონა თელავის მიმართულებით გაემგზავრა

თელავი დღეს პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი ხდება, ინაუგურაციის პარალელურად თელავში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან შეკრებილი კოლონა თელავის მიმართულებით გაემგზავრა.

თელავში ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიციის აქციას რუსთავიდანაც უერთდებიან.

აეროპორტის გზაზე ქვემო ქართლის კოლონა სხვადასხვა რეგიონიდან წამოსულ აქციის მონაწილეებს შეუერთდა.

თელავში დილიდან სამართალდამცავების საკმაოდ დიდი მობილიზება შეინიშნება. მთელ ქალაქში თითქმის შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება, განსაკუთრებული შეზღუდვები კი ცენტრშია დაწესებული.