ინაუგურაცია 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში დღის 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება. ცერემონიას 1800 სტუმარი დაესწრება. სკამები მხოლოდ პატრიარქისთვის, კონფესიის წარმომადგენლობისთვის, შშმ პირებისა და ხანდაზმული ადამიანებისთვის იქნება გამოყოფილი, დანარჩენი სტუმრები ფეხზე იდგებიან. სხვა ქვეყნების პრეზიდენტებიდან საქარველოში მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი ჩამოდის.

ბატონის სასახლეში ჯერ გიორგი მარგველაშვილი შემოვა, შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბიბლიაზე დადებს კონსტიტუციას, პრეზიდენტიც სწორედ ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დაიფიცებს.

სწორედ ამ ცერემონიის შემდეგ შევა ძალაში, საქართველოს ახალი კონსტიტუცია. საჯარისო ქვედანაყოფების მეთაურები ჩააბარებენ პატაკს უკვე არჩეულ მთავარსარდალს.