რესლინგი+ვამპუკა ქართულ პოლიტ-ინფორმაციულ სივრცეში ანუ გასაგრძელებელი შოუ…”

სოსო მანჯავიძე

-ერთხელ მაინც გექნებათ ნანახი ამერიკული თეატრალიზებული საბრძოლო სანახაობა კეტჩი,იგივე რესლინგი.
აქ მონაწილე “მებრძოლები” წინასწარ დადგმული სცენარის მიხედვით თამაშობენ სასტიკ ორთაბრძოლებს,გამოხატავენ რისხვის,სიძულვილის, მეტოქის განადგურებით გამოწვეული სიხარულის ემოციებს.ამას აკეთებენ უაღრესად აგრესიულად,რითიც პუბლიკის მოწონებას იმსახურებენ.
ადამიანური სისულელის ამ საოცარ გამოვლინებას უამრავი მაყურებელი ჰყავს, არიან გამორჩეული ვარსკვლავებიც,რომლებიც განსაკუთრებულად არიან დახელოვნებული საძულვილის გამოხატვაში და ცრუ საბრძოლო აკრობატიკაში.

არის კიდევ ასეთი ტერმინი-ვამპუკა.

ტერმინი აღნიშნავს უხამსობამდე მისულ ბანალურ,ტრაფარეტულ სვლებს საოპერო დადგმებში,ან თვითონ ასეთ დადგმებს,მსახიობთა მანჭვა-გრეხითა და მანერულობით.

ეს ორი მოვლენა ერთმანეთს მეტად თავისებურად ერწყმის ქართულ პოლიტ-ინფორმაციულ სივრცეში.
გვაქვს ასეთი სკეტჩი-ვამპუკა და და გვყავს მაყურებელი,რომელსაც ეს დადგმები ნამდვილი ჰგონია.
რახან ასეა, show must go on,(შოუ უნდა გაგრძელდეს) როგორც ფრედ მერკური იტყოდა.