აზერბაიჯანი ქვეყნის მეთაურს ირჩევს

„რია რუ“-ს ინფორმაციით, დღეს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებია. ადგილობრივი და რუსული პრესის ცნობით, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა.

აზერბაიჯანის მეთაურს 125 ოლქში 5,641 უბანზე აიჩევს. ქვეყნის ფარგლებს გარეთ გახსნილია კიდევ 41 საარჩევნო უბანი.

2018 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში აზერბაიჯანის პრეზიდენტობისთვის იბრძვიან:

ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი. კანდიდატურა წამოყენებულია მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ მიერ;

გუდრატ ჰასანგულიევი – პარლამენტის წევრი. კანდიდატურა წამოყენებულია ერთიანი აზერბაიჯანის სახახლო ფრონტის პარტიის მიერ;

არაზ ალიზადე – პარლამენტის წევრი. კანდიდატურა წამოყენებულია აზერბაიჯანის “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” მიერ;

ფარაჯ გულიევი – პარლამენტის წევრი. კანდიდატურა წამოყენებულია “ნაციონალური აღორძინების პარტიის” მიერ;

ზაჰიდ ორუჯი – პარლამენტის წევრი. კანდიდატურა წამოყენებულია საკუთარი ინიციატივით;

ჰაფიზ გაჯიევი. კანდიდატურა წამოყენებულია პარტია „თანამედროვე მუსავათის“ მიერ;

რაზი ნურულაევი, კანდიდატურა წამოყენებულია „სახალხო ფრონტელების საინიციატივო ჯგუფის“ მიერ.