“ერთად შევძლებთ! ცალკე გაგვიჭირდება! მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ!..”

რამდენიმე ხნის წინ სააგენტოზე გამოქვეყნდა მასალა-„გოგონამ სარეცხი ფხვნილის დანახვაზე იტირა…არა უთო, არა ტელევიზორი…დროა, მთავრობამ გამოიღვიძოს!“

იხ.

https://www.gmtv.ge/38217-2/

დღეს კი რუბრიკაში თქვენი სათქმელი არასამთავრობო ორგანიზაციის „დიადი იმედების ათასწლეული“ წარმომადგენელი მარი კალანდაძე გვეწვია და მისი სათქმელის საზოგადოებასთან მიტანა გვთხოვა.

მარი კალანდაძე

-სააღდგომოდ დევნილთა დასახლებაში ვიყავით, იქ ვნახე ერთი ოჯახი, მარტოხელა დედა 4 შვილს ზრდის აბსოლუტურად არასაცხოვრებელ გარემოში.

ერთ ძალიან პატარა ოთახში 5 სული ცხოვრობს. ალბათ მათი ისტორია ცალკე მოსაყოლია, ის პასუხებიც და რცევებიც, რაც ოჯახის დიასახლისს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისცეს, ამჟერად თქვენს ყურადღებას მათ საყოფაცხოვრებო პირობებზე შევაჩერებ.

ეს არის ოჯახი, რომელსაც სარეცხის ფხვნილიც არ აქვს, პირსახოცებად ძველ გადაკერებულ ტანსაცმელს ხმარობენ, ძნელი დასაჯერებელია და ბავშვებს ხილი ენატრებათ!

მინდა მივმართო საზოგადოებას-დავდგეთ ერთად და დავეხმაროთ ამ ოჯახს. უფროსი გოგო 25 წლისაა, მერე ბიჭი მოდის, 20 წლის, ტყუპი დები კი მე-12 კლასელები არიან. იცით როგორ ხატავენ-გაოცებული დარჩებით, ბიჭი ხეზე მუშაობს და ნივთებს აკეთებს. მოკლედ, ეს ოჯახი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა დაეცე და როგორ უნდა დაძლიო ყველა გაჭირვება.

გთხოვთ-თუ სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ-მოიტანეთ ნივთები უზნაძის 78-შ. მეორე სართული. ოთახი 68.

ერთად შევძლებთ! ცალკე გაგვიჭირდება! გთხოვთ ჩაერთეთ ამ კეთილ საქმეში. ოჯახისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია-განსაკუთრებით პოდუქტი და ხილი.

GmTVუერთდება არასამთავრობო ორგანიზაციას და გთხოვთ ჩვენს მკითხველსაც, შემოგვიერთდით!