ყოველ კვირას საუკუპაციო ხაზიდან ინტერნეტ გადაცემა “საუბრები საუკუპაციო ხაზიდან” გავა

“ჩვენ ვაანონსებთ ჰიბრიდულ ომს, ანუ საინფორმციო ომს რუსეთთან”- ამის შესახებ საუკუპაციო ხაზზე სამოქალაქო პატრულირების ინიციატორმა, დავით ქაცარავამ განაცხადა.

“ვაკეთებთ სამოქალაქო პატრულირებას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ჯგუფები ყოველდღიურ რეჟიმში გავლენ საუკუპაციო ზონაში და დააკვირდებიან რუს ოკუპანტებს და ჩვენი სამიზნე გახდებიან რუსეთის საუკუპაციო-საინჟინრო ქვედანაყოფები, რომლებიც ახორციელებენ ოკუპაციას, აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან ხერხებზე, არავითარი პროვოკაცია და საომარი მოქმედებები ჩვენი მხრიდან არ იგეგმება. ეს იქნება განგაშის ატეხვა, ეგრევე დავუკავშირდებით ჩვენი მართვის ცენტრს, რომელიც გადასცემს ინფორმაციას ჟურნალისტებს და დიპლომატიურ კორპუსს”-განაცხადა დავით ქაცარავამ.

მისივე თქმით, ყოველ კვირას საუკუპაციო ხაზიდან ინტერნეტ გადაცემა “საუბრები საუკუპაციო ხაზიდან” გავა, რომლის ნახვის საშუალება მაყურებელს Youtub-ზე ექნება.