გახარიას ახალი მრჩეველი ფრანგია

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას ახალი მრჩეველი ჰყავს. ეს თანამდებობა ფრანგმა ბიზნესმენმა ჟან ფრედერიკ პოლსენმა დაიკავა.

ჟან ფრედერიკ პოლსენი ISET-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა. სამინისტროში აცხადებენ, რომ მისი ეს გამოცდილება უწყებას სხვადსხვა ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება. ის მინისტრის მრჩევლად საერთაშორისო მიმართულებით დაინიშნა.