მოძრაობა ,,შეცვალემ” რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართა

დღეს 19 თებერვალს მოძრაობა ,,შეცვალემ” მდუმარე აქცია გამართა რუსეთის ყოფილ საელჩოსთან.

“ტატუნაშვილი გმირია”- მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ტრანსფარანტები მიიტანეს და მდუმარე აქცია გამართეს. ასე გააპროტესტეს მოძრაობის წევრებმა, 2 წლის წინ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი წამებით მკვლელობა.

ახალგაზრდებმა გააპროტესტეს რუსული ოკუპაცია ქართული მთავრობის რუსული ნარატივი .

 მოძრაობა ,,შეცვალეს” აქტივისტებმა მდუმარე აქციით პატივი მიაგეს ყველა იმ ადამიანს ვინც დაიღუპა რუსეთთან ბრძოლის დროს.

შეგახსენებთ რომ სამოქალაქო მოძრაობა ,,შეცვალე” აქტიურად არის ჩართული აქციებში და ისინი სხვადასხვა პერფონმანსებით ხშირად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას.